ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება - საგანგაშო მონაცემები

16.09.23 15:17
ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება - საგანგაშო მონაცემები

ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. საგანგაშო მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. ოფიციალური რიცხვები ასე გამოიყურება: მხოლოდ იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში 19 ათასზე მეტი ბავშვი დაიბადა, დროის იგივე  მონაკვეთში კი 21 ათასზე მეტი მოქალაქე გარდაიცვალა. რა ახდენს გავლენას ბუნებრივი მატების მაჩვენებელზე?

ეკონომისტების თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ეკონომიკური კუთხით არსებული გამოწვევებია. ცალკე სერიოზულ პრობლემად განიხილავენ საგანგაშოდ გაზრდილ მიგრაციასაც.

შობადობის კოეფიციენტის კლება გარდაცვალებასთან მიმართებაში, ეს არის გამოწვეული ბოლომდე ეკონომიკური ფაქტორებით, ვინაიდან ადამიანები ერიდებიან, მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობაში შვილების გაჩენას, ქორწინებას. მიგრაციის კოეფიციენტი არის ძალიან მაღალი. ოფიციალური პარამეტრი, რაც გამოქვეყნდა, მასზე სამჯერ მეტია რეალური, ვინაიდან ოფიციალური მიგრირება ერთია და საქართველოდან წასულების 70 % არაოფიციალურია. შესაბამისად, ეს კოეფიციენტიც მუშაობს ამ პრინციპზე. მიგრაცია, პლუს ეკონომიკური მდგომარეობა, პლუს დამატებითი ეკონომიკური პრობლემები საბოლოო ჯამში კორელაციაში ქმნის ერთობლიობას, რომ საქართველოში შობადობა ნაკლებია, ქორწინების კოეფიციენტი კლებადია". - ამბობს ეკონომისტი ოთარ აბესაძე. 

 

მსგავსი სიახლეები