თბილისში სასურსათო მაღაზია გატეხეს - წაღებულია 30 კოლოფამდე სიგარეტი

04.06.21 11:49
თბილისში სასურსათო მაღაზია გატეხეს - წაღებულია 30 კოლოფამდე სიგარეტი

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სასურსათო მაღაზია გატეხეს. წაღებულია 30 კოლოფამდე სიგარეტი. 

"ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით, აღნიშნული მაღაზია უკვე მესამედ გაქურდეს. 

მძარცველებმა მაღაზიის მინას აგური ესროლეს, მინა ჩაამსხვრიეს და შიგნით ამ გზით შევიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილები არასრულწლოვანები არიან.