ამერიკაში 21 წლის ქართველი გარდაიცვალა

04.06.21 12:24
ამერიკაში 21 წლის ქართველი  გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებულ შტატებში 21 წლის გიორგი ტუგუნიძე გარდაიცვალა. ახალგაზრდა ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

ახალგაზრდა ოჯახთან ერთად ათეულ წელზე მეტია, ნიუ-იორკში ცხოვრობდა. 

როდის გადმოასვენებენ ახალგაზრდას საქართველოში, ჯერ-ჯერობით უცნობია.