თბილისი ცენტრში ისტორიულ ნაგებობას მესამე სართული უკანონოდ წამოაშენეს

17.09.23 12:49
თბილისი ცენტრში ისტორიულ ნაგებობას მესამე სართული უკანონოდ წამოაშენეს

უკანონო მშენებლობა ქალაქის ცენტრში - აღმაშენებლის გამზირზე ისტორიულ ნაგებობას მესამე სართული წამოაშენეს. ტურისტულ ზონაში მშნებელობა ისე დაიწყეს, რომ ნებართვა არავის გაუცია. ახალი კონსტრუქციის აგება, როგორც ირკვევა, მერიასაც გამორჩა და სამუშაოები მხოლოდ მას შემდეგ შეაჩერეს, რაც მშენებლობა ნაწილობრივ დასრულებული იყო.

ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ საქმე კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს, რადგან პოლიტიკოსების თქმით, კომპანია "ახალი ვარსკვლავის" უკან გავლენიანი ნაცნობები დგანან. მათი თქმით, უკანონო მშენებლობების დაკანონება დედაქალაქში სწორედ ამ სქემით ხდება. 

მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ დააჯარიმა ეს კონკრეტული ობიექტი და გამოსცა მშენებლობის შეჩერების განკარგულება, ყველა კარგად ხედავს, რომ უკანონო მშენებლობის ტემპი თბილისში არის კატასტროფულად გაზრდილი, მათ შორის კნაონით შესაძლებლობა იმისა, რომ მსგავის ტიპის უკანონო გადაწყვეტილებები იქნას ხოლმე ლეგალიზებული და ხშირ შემთხვევაში ეს არის რაღაც კორუფციული ინტერესით გამოწვეული, ამიტომ არის აუცილებელი, რომ მსგავსი ყველა უკანონო ფანჯარა იქნას დახურულ და სისტემა მუშაობდეს იმგვარად, რომ სწრაფად ხდებოდეს ასეი ფაქტების აღმოჩენა, - ამბობს „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე. 

მსგავსი სიახლეები