დიდი ოდენობით ნარკოტიკის შენახვა-რეალიზაცია - თბილისში რუსეთის მოქალაქე დააკავეს
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე სამართალდამცველებმა თბილისში რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცლებს.
დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ი.ფ., გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულ 244 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამატებით ამოღებულ იქნა 998.87 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება, რომლის ნაწილსაც ბრალდებული ინახავდა დაცულ საცავში, ხოლო ნაწილი განთავსებული ჰქონდა კონკრეტულ ლოკაციაზე მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260- ე მუხლის 1-ლი და 18-260- ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს," - ნათქვამია განცხადებაში.