ყაჩაღობა წალენჯიხაში - ადგილობრივს თავს 5 შეიარაღებული პირი დაესხა

17.09.23 14:52
ყაჩაღობა წალენჯიხაში - ადგილობრივს თავს 5 შეიარაღებული პირი დაესხა

წალენჯიხის სოფელ მედანში ადგილობრივ მცხოვრებს თავს 5 შეიარაღებული პირი დაესხა. გია მიქავას დამნაშავეები სახლში შეუვვარდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. წაღებულია 17, 000 ლარი, რომელიც სახლის მეპატრონეს თხილის ჩაბარების შედეგად ჰქონდა ნაშოვნი.

შემთხვევის დროს სახლში კიდევ ერთი ხანდაზმული ქალი იმყოფებოდა, რომელსაც, ადგილობრივების თქმით,  ასევე დაზიანებები აქვს მიყენებული. ისინი ამბებნ, რომ დაინახეს როგორ და რა მარკით ტოვებდნენ თავდამსხმელები ტერიტორიას, რის შესახებაც პოლიციას ინფორმაცია უკვე მიაწოდეს. 

თავდამსხმელებმა მიმალვა შეძლეს. მიქავა პოლიციამ უკვე გამოჰკითხა. 

გამოძიება დაწყებულია 179 მუხლით.

მსგავსი სიახლეები