"კალაძეს თბილისი სამტრედიაში, მისი სახლის უკანა ღობე ჰგონია" - ვაშლიჯვარში მშენებლობას აპროტესტებენ
ვაშლიჯვარში მოსახლოებას ეჭვობს, რომ კლდის გაჭრა დაიწყეს. ადგილობრივების ცნობით, მაჭავარიანის 65 ნომრის მიმდებარედ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება. სამშენებლო სამუშოები უკვე დაწყებულია. ხალხი ამბობს, რომ ბზარები გაუჩნდა ახლოს მდებარე შენობებს, მათ შორის, საბაშვო ბაღსაც.
ეს კლდე, რომელსაც შლიან, არის ძალიან მყარი და იჭერს მთელ ამ ფერდობს. ამ ტერიტორიის უკან მებარეობს საბავშო ბაღი, საჯარო 33 საბავშვო ბაღი, რომლის კედლებიც არის დაბზარული. ბზარებია შიდა ტერიტორიაზე და ძალიან დიდი საშიშროება იმის, რომ თუ მოშლიან ამ უმყარეს კლდეს, შეიძლება რაღაც ცუდი მოხდეს და ჩენ ყველას ბავშვები გვყავს. მე დამყავდა, ახლაც უნა მივიყვანო მომავალ წელს და ნამდვილად მეშინია, - ამბობს ადგილობრივი.
საფრთხეებზე საუბრობს კიდევ ერთი მოქალაქე.
ჩვენს ძვირფას მერს თბილისი სამტრედიაში მისი სახლის უკანა ღობე ჰგონია და აი, ასე უნებართოდ, უკანონოდ მიდის კიდევ ერთი მშენებლობა, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს მძიმე შედეგები. მეგობრებო, ძლაიან გთხოვთ, იქნებ ერთად დავდგეთ ა ერთად მოვაგვაროთ ეს პრობლემა, - ამბობს მოქალაქე.