უბედური შემთხვევა კახეთში - სანადიროდ მყოფი კაცი გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა

17.09.23 16:53
უბედური შემთხვევა კახეთში - სანადიროდ მყოფი კაცი  გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა კახეთში - სანადიროდ მყოფი კაცი შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. 33  წლის მამაკაცი თანასოფლელებთან ერთად ტყეში სანადიროდ იყო, როცა მეგობრის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები