ლიცენზიის შემოწმება არის დაცინვა - ხატია დეკანოიძე ნინოწმინდაზე

04.06.21 12:53
ლიცენზიის შემოწმება არის დაცინვა - ხატია დეკანოიძე ნინოწმინდაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე, სოციალურ ქსელში ნინოწმინდის პანსიონატში რეგულირების სააგენტოს შესვლას ეხმიანება. დეკანოიძე თვლის, რომ მთავრობის მხრიდან ამგვარი ნაბიჯი დაცინვაა და მეუფე სპირიდონი და პანსიონატის დირექტორი გამოძიების ობიექტები უნდა იყვნენ.

მთავრობამ იფიქრა, როგორ მოიქცეს და ნინოწმინდის ბავშვთა სახლს ლიცენზიას უმოწმებს. 
ლიცენზიას რას უმოწმებენ, როცა ამ დაწესებულების განმკარგავი სპირიდონი და დირექტორი გამოძიების ობიექტი უნდა იყოს. 
ბავშვები უნდა გადაიყვანონ უსაფრთხო გარემოში, ლიცენზიის შემოწმება არის დაცინვა. 
ლიცენზია ამ ტიპის დაწესებულებაზე საერთოდ უკანონოა,
- წერს დეკანოიძე.