პრემიერი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ინვესტიციების ბუმია - რატომ არ აისახება ეს მოსახლეობაზე?
ციფრებით მანიპულაცია თუ რეალური ინვესტიციები? - პრემიერი ამაყობს, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების რეკორდული მატება. ჩნდება კითხვა, რატომ არ აისახება ინვესტიციების ბუმი მოსახლეობაზე?
ირკვევა, რომ მსხვილი ინვესტორების ტოპ ათეულშია კომპანია "ენკა". ეს ის კომპანიაა, რომელიც ნამახვან ჰესს აშენებდა, თუმცა ვერ ააშენა. დგინდება, რომ "ენკას" ინვესტიციად საქართველოში აღებული სესხი ჩაუთვალეს. ეკონომისტები მთავრობის ამ მიდგომას ციფრებით მანიპულაციად და ხალხის მოტყუების მცდელობად აფასებენ.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.