აშშ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს - ჯო ბაიდენი
პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს - ინფოერმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.
"ეს ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს"- წერია განცხადებაში.
საქართველოსთვის გამოყოფილი კონკრეტული ვაქცინა და რაოდენობა გამოცხადდება, როგორც კი ადმინისტრაცია ლოგისტიკურ, სარეგულაციო და მსგავს საკითხებს გადაწყვეტს.
მსოფლიოს მასშტაბით შეერთებული შტატები ივნისის ბოლომდე 80 მილიონ დოზას გაიღებს"- აღნიშნულია განცხადებაში.