მეტი ინფორმაციის გაჟღერებაა საჭირო - კალაძე ფარცხალაძის დანსაქცირებაზე

18.09.23 11:50
მეტი ინფორმაციის გაჟღერებაა საჭირო - კალაძე ფარცხალაძის დანსაქცირებაზე

"ოცნების" გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ოთარ ფარცახალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით სტრატეგიულმა პარტნიორებმა განმარტებები უნდა გააკეთონ. კახა კალაძის თქმით, მნიშნელოვანია, საზოგადოებისთვის უფრო მეტი ინფორმაცია გახდეს ცნობილი. 

უფრო მეტი ინფორმაციის გაჟღერებაა საჭირო. თქვენ გახსოვთ, მოსამართლეებთან დაკავშირებით, როდესაც ვიზების შეზღუდვასთან დაკავშირებით, თუმცა ახსნა - განმარტებაში ვერავი ვერაფერი გაიგო, რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, რას უკავშირდებოდა. მე ვფიქრობ, სულ მცირე, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორზეა საუბარი, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ხდება ჩვენთვის ცნობილი და საზოგადოებისთვის, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის ცნობილი უნდა იყოს, რა არის მიზეზები. შესწავლა უნდა დაიწყონ. ალბათ შესაბამისი უწყება მიმართავს თავის კოლეგებს იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტი ინფორმაცია იყოს წარმოდგენილი აღნიშნულთან დაკავშირებით, - ამბობს კალაძე.   

ფარცხალაძე შტატების სანქცირებულთა სიაში ოთხი დღის წინ მოხვდა. პოლიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ სპეცსამსახურებმა ექსს მაღალჩინოსანი ქვეყნიდან გააპარეს.

 

მსგავსი სიახლეები