მეორე ყაჩაღობა 2 დღეში - წალენჯიხაში კიდევ ერთი ოჯახი დააყაჩაღეს

ბოლო 2 დღეში მეორე ყაჩაღობის ფაქტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში - ამჯერად რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა, სოფელ ჭალეში ადგილობრივი ოჯახი დააყაჩაღა. მათ იარაღის მუქარით 250 ლარის წაღება შეძლეს. ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ოჯახის უფროსს, ჯანოკო ხასაიას, რომელსაც თავში იარაღის "კონდახი" ურტყეს, რის გამოც მას რამდენიმე ნაკერის დადება დასჭირდა.
მძარცველებმა, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, მიმალვა შეძლეს.
დაზარალებული მამაკაცი ამ დროისთვის ქუთაისში, აქსპერტიზაზეა გადაყვანილი.
გამოძიება დაწყებულია 179-ე ყაჩაღობის მუხლით.