"პირველების" ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონატში საპატრიარქოს წარმომადგენელი ჩავა

04.06.21 13:11
"პირველების" ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონატში საპატრიარქოს წარმომადგენელი ჩავა

„პირველების“ ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შემდეგ ნინოწმინდის პანსიონატში საპატრიარქოს წარმომადგენელი ჩავა. ინფორმაციას ახალქალაქის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ადასტურებს. მეუფე ამბობს, რომ საპატრიარქოდან ზარს ელოდება, კურთხევის მირების შემდეგ კი ნინოწმინდის პანსიონატს ეწვევა.

მეუფე ნიკოლოზი ბავშვთა პანსიონატში დღესვე, რამდენიმე საათში მივა. ის ბენეფიციარებთან და ადმინისტრაციასთან გასაუბრებას გეგმავს. 

ამ დროის მონაცემებით პანსიონატში 56 მოზარდი ცხოვრობს. ცნიბილია, რომ 6- მა ბენეფიციარმა ბავშვთა სახლი უკვე დატოვა. 10 ბენეფიციარმა კი პანსიონატის დატოვების სურვილი გამოთქვა.