გატყუებთ ყველა პოლიტიკოსი, ვინც რელიგიით მანიპულირებს - დეკანოზი თამაზ ლომიძე

04.06.21 14:14
გატყუებთ ყველა პოლიტიკოსი, ვინც რელიგიით მანიპულირებს - დეკანოზი თამაზ ლომიძე

არასანდოა, გატყუებთ და გაგაწამებთ ყველა ხელისუფლება, რომელიც მმართველობის განსახორციელებლად ალიანსში შედის რელიგიურ ორგანიზაციასთან - ამის შესახებ მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, თამაზ ლომიძე, სოციალურ ქსელში წერს.

ძალიან სუსტია, ქვეყნისთვის გამოუსადეგარი და არაფრის მაქნისია ის ხელისუფლება, რომელიც  რელიგიური ორგანიზაციის დახმარებით ცდილობს ხალხის ნდობის მოპოვებას. როგორც წყალი ვერასოდეს შეერევა ზეთს, ისე ქრისტეს მოძღვრება ვერასოდეს შეუერთდება ამქვეყნიური ძალაუფლებას. ვერცერთი წესიერი კაცი, ვერასოდეს დაიჭერს ხელში ერთდროულად ორივე მახვილს - სულიერს და კეისრისას. ეს შეუძლებელია.  ავაზაკია, ვინც ამას გაბედავს და შეძლებს. გატყუებთ ყველა პოლიტიკოსი, ვინც რელიგიით მანიპულირებს.  მთელი სახარება ამას ქადაგებს, დაფიქრდით ამაზე ხალხო, გაიგეთ და შეიგნეთ ერთხელ და სამუდამოდ - წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი თამაზ ლომიძე