აკუსტიკური იარაღის ტარება იკრძალება

04.06.21 14:47
აკუსტიკური იარაღის ტარება იკრძალება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „იარაღის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. კანონს ახალი მუხლი ემატება, რომელიც არეგულირებს გაზის (აირის) იარაღის ტარებისა და ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარებისა და გადატანა-გადაზიდვის წესს.

დასაშვები გახდება გაზის იარაღის ტარება, რადგან იგი თავდაცვის იარაღს წარმოადგენს, თუმცა დაუშვებელი იქნება მისი საჯარო სივრცეში დემონსტრირება.

კანონპროექტის შესახებ დღესვე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი იმსჯელებს.

მსგავსი სიახლეები