2021 წლის ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყება

04.06.21 14:48
2021 წლის ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის, ინფორმაციით, ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსები ჩატარდება, საერთო სამაგისტრო გამოცდა კი 27-300 ივლისს ჩატარდება.

დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და ცენტრის მისამართის შესახებმითითებულია სპეციალურ ბარათზე, რომლის ამობეჭდვას სარეგისტრაციაო გვერდებიდან შეძლებთ. 

გამოცდები 2021 წელსაც კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება. ამ საკითხზე დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ცენტრის ვებ და „ფეისბუქ” გვერდებზე - აღნიშნავს სოფო გორგოძე.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 38 400-მა აბიტურიენტმა გაიარა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობას 3700 სტუდენტი მიიღებს, სამაგისტრო გამოცდებისთვის კი 12 800 პირი დარეგისტრირდა.

მსგავსი სიახლეები