სისხლიანი გარჩევა ქუთაისში - ქალაქის ცენტრში ახალგაზრდა დაჭრეს
ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე, ახალგაზრდა დაჭრეს.
ტვ პირველის კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევის ადგილი ამ წუთებში ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული და საგამოძიები მოქმედებები მიმდინარეობს.
ერთ-ერთი ვერსიით, კონფლიქტში არასრულწლოვანები მონაწილეობდნენ.
დღეს დილით ავტომატის 2 გასროლის ხმა გავიგონე, დავინახე ახალგაზრდა, რომელიც დაჭრილი იყო, გამოვუძახეთ სასწრაფოს მანქანას და გადაიყვანეს საავადმყოფოში. - აღნიშნავს თვითმხილველი.