მარში მშვიდობისთვის - ,,თბილისი პრაიდი" ხვალ სოლიდარობის აქციას გამართავს

04.06.21 15:09
მარში მშვიდობისთვის -  ,,თბილისი პრაიდი" ხვალ სოლიდარობის აქციას გამართავს

,, თბილისი პრაიდი" ხვალ სოლიდარობის აქციას გამართავს და ამ ფორმით მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურულ პროტესტს გამოხატავს.

 თემის წევრები გააპროტესტებენ ნამახვანჰესის მშენებლობასა და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში არსებულ ვითარებას. 

პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით გვექნება თბილისი პრაიდის კვირეული, რომელიც სხვადასხვა კულტურულ, თუ პოლიტიკურ ღონისძიებებს აერთიანებს, ყურადღება მინდა გავამახვილო 5 ივნისს გასამართ ღირსების მარშზე, სადაც შევიკრიბებით რუსთაველის გამზირზე მეტროსთან ჩვენ, ჩვენი მხარდამჭერი ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაცვიების წარმომადგენლები, რადგან ჰომოფობია ამ საზოგადოების უმნიშვნელოვანესი პრობლემაა - აცხადებს ,,თბილისი პრაიდის ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი.