ბავშვების ევაკუაცია ნინოწმინდიდან - პანსიონი შესაძლოა, კიდევ რამდენიმე მოზარდმა დატოვოს

04.06.21 15:09
ბავშვების ევაკუაცია ნინოწმინდიდან - პანსიონი შესაძლოა, კიდევ რამდენიმე მოზარდმა დატოვოს

ბავშვების ევაკუაცია ნინოწმინდის პანსიონიდან - ბავშვთა სახლი შესაძლოა, კიდევ რამდენიმე მოზარდმა დატოვოს. ბოლო საათების განმავლობაში პანსიონი 4-მა ბავშვმა დატოვა. მათზე პასუხისმგებლობას ახლა ჯანდაცვის სამინისტრო იღებს.  ტიკარაძი უწყებამ მოზარდები დროებით მინდობის აღზრდაში უნდა გაანაწილოს.

ნინოწმინდის პანსიონში ამ დროისათვის შსს საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. სამართალდაცველები ბენეფიციარებს ჰკითხავენ. მოზარების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოკითხვას სოციალური მუშაკებიც ესწრებიან. 

ნინოწმინდის პანსიონში არმდენიმე წუთის წინ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ. გამოკითხვის პროცესს ისინიც  დაესწრებიან.