ვენდეტა გორში - მკვლელობაში ბრალდებული რამდენიმე წლის წინ პოლიციას ტუალეტიდან გაეპარა

04.06.21 15:14
ვენდეტა გორში - მკვლელობაში ბრალდებული რამდენიმე წლის წინ პოლიციას ტუალეტიდან გაეპარა

გორში, ვერხვების დასახლებაში, მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ "პირველებმა" დამატებითი დეტალები მოიპოვეს.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, 42 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებული, შალვა გულიაშვილი, იგივე "სემსოტა" წლების წინ პოლიციელებს სასამართლოს ტუალეტის ფანჯრიდან გაექცა. საუბარია 2006 წელს მომხდარ ფაქტზე, როცა "სემსოტა"-მ საპატრულოს მანქანა გაიტაცა. 

რაც შეეხება გუშინ მომხდარ მკვლელობას,  არსებული ინფორმაციით,  ზურაბ რიკრიკაძე სწორედ შალვა გულიაშვილმა ჩაცხრილა. 

მომხდარი სავარაუდოდ, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის გარჩევას უკავშირდება. ადგილობრივების თქმით, მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული ერთმანეთს ავტომობილების სახელოსნოში დაუპირისპირდნენ. სროლას წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. 

"პირველების" ინფორმაციით, "სემსოტას" ამ დრომდე სამართალდამცველები  უშედეგოდ ეძებენ. 

გულიაშვილი სასჯელს 16 წლის განმავლობაში იხდიდა და ციხე რამდენიმე დღის წინ დატოვა. ნასამართლევია თავად რიკრიკაძეც, ის წლების მანძილზე საფრანგეთში ცხოვრობდა. 

 

მსგავსი სიახლეები