8 ივნისამდე საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

04.06.21 15:29
8 ივნისამდე საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +24, +29 გრადუსია მოსალოდნელი. 

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.  

ჰაერის ტემპერატურა  +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

მსგავსი სიახლეები