ბავშვმა თქვა, რომ მასზე აღმზრდელი ძალადობდა - ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი

04.06.21 15:24
ბავშვმა თქვა, რომ მასზე აღმზრდელი ძალადობდა  - ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი

სოციალური ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი, მერი მაღლაფერიძე ამბობს, რომ 10 დღის წინ ნინოწმინდის პანსიონის ერთ-ერთი აღსაზრდელისგან შეტყობინება მიიღეს.  მაღლაფერიძის თქმით, არასრულწლოვანი ამტკიცებდა, რომ მასზე პანსიონში ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული შეტყობინების შემდეგ, ბავშვი პანსიონატიდან სოციალურმა მუშაკებმა გამოიყვანეს.

ბავშვმა დაასახელა, რომ მისი პანსიონატში ცხოვრების დროს ერთ-ერთი აღმზრდელი მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ეს ბავშვი მანამდე გადმოვიყვანეთ", - თქვა  მერი მაღლაფერიძემ.