მკვლელობა გორში- ტვ პირველის ინფორმაციით, ,,სემსოტა" დააკავეს

04.06.21 15:45
მკვლელობა გორში-  ტვ პირველის ინფორმაციით, ,,სემსოტა" დააკავეს

ტვ პირველის ინფორმაციით, გორში, ვერხვების უბანში, მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, კრიმინალური ავტორიტეტი, ,,სემსოტა", დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავების ფაქტს არ ადასტურებს.

მკვლელობა გორში, ვერხვების დასახლებაში, გუშინ, კომენდანტის საათის დროს მოხდა.

როგორც ირკვევა, დაპირისპირება 42 წლის ზურაბ რიკრიკაძეს მეტსახელად "ტრუტსა" და შალვა გულიაშვილს, მეტსახელად ,,სემსოტას" შორის მოხდა. 

ზურაბ რიკრიკაძეს  10-მდე ტყვია ესროლეს, აქიდან სასიკვდილო ფეხში მომხდარი ტყვია გახდა - ახალგაზრდა კაცი სისხლისგან დაიცალა.  

მომხდარი სავარაუდოდ, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის გარჩევას უკავშირდება.