არასწორია მხოლოდ იმ ბავშვების გამოყვანა ბავშვთა სახლიდან, ვინც ამას მოითხოვს - არგანაშვილი

04.06.21 15:49
არასწორია მხოლოდ იმ ბავშვების გამოყვანა ბავშვთა სახლიდან, ვინც ამას მოითხოვს - არგანაშვილი

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე, ანა არგანაშვილი  მიიჩნევს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატიდან მხოლოდ იმ აღსაზრდელების გამოყვანა, რომლებმაც ეს მოითხოვეს, არასწორია. არგანაშვილი წერს, რომ ბავშვების უსაფრთხოებისთვის ყველა მათგანის გამოყვანა დაუყონებლივ უნდა მოხდეს.

არასწორია სააგენტოს პოზიცია, როცა მხოლოდ ის ბავშვები გამოჰყავთ ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან, ვინც ამას მოითხოვს.
ბავშვებს არ უნდა მოვთხოვოთ ამხელა გამბედაობა რომ დაუპირისპირდნენ სისტემას, აღმზრდელებს, რელიგიურ ინსტიტუციას. ან, უსაფრთხოების რისკები თავად შეაფასონ. ბავშვების აზრი ნამდვილად მნიშვნელოვანია მაგრამ არა მაშინ, როდესაც მათ ობიექტური საფრთხე ემუქრება ან, მათი ნება არის დათრგუნული და იძულებულია უფროსებს ასიამოვნოს რაიმეზე დათანხმებით. 
თუ, ბავშვი ასეთი გამბედავი და ძლიერი არაა რომ წინააღმდეგობის გაწევა გაბედოს დავტოვოთ ძალადობრივ და უკანონო გარემოში?
ჯერ ყველა ბავშვი გამოიყვანეთ და შეუქმენით სრული უსაფრთხოების და დაცულობის განცდა და მერე კითხეთ სად უნდათ ყოფნა.
ბავშვთა სახლიდან ბავშვთა სახლში გადაყვანაც არასწორია, დააბრუნეთ ბიოლოგიურ ოჯახებში ან, მინდობით აღზრდის და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში", -
წერს არგანაშვილი სოციალურ ქსელში.