სისხლიანი დაპირისპირება ქუთაისში - დაჭრილი სამხედროს ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს

04.06.21 17:02
სისხლიანი დაპირისპირება ქუთაისში - დაჭრილი სამხედროს ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს

სისხლიანი დაპირისპირება ქუთაისის მესამე ქვეით ბრიგადასთან - დაჭრილი სამხედრო, 31 წლის დიმიტრი ბუცხრიკიძე უმიძმეს მდგომარეობაში საავდმყოფოში მოათავსეს.

ექიმების თქმით ახალგაზრდა ჯარისკაცმა ბევრი სისხლი დაკარგა, ოპერაციის შემდეგ დაშავებული ახლა რეანიმაციულ  განყოფილებაშია მოთავსული.

ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. 

მინდა გაირკვეს რა მოხდა, ჩემი შვილი უდანაშაულოა. უპატიოსნესი ადამიანია. ვის რა დაუშავა, რომ ავტომატის ჯერი დააცალა ფეხებში?!

მე მეთაური ხაბულიანი დამიკავშირდა. მითხრა - განწესიდან, სამსახურიდან გამოვიდა, თავისუფალი იყო უკვე და კოჭსი მოხვდაო, 200 მეტრიდან აქვს ნასროლი. თავდამსხმელი გაქცეულა"- ამბობს დიმიტრი ბუცხრიკიძის დედა. 

დაჭრილი მამაკაცი რეფერალურ ჰოსპიტალშია შეყვანილი. ექიმის დავით ჯანაშიას ინფორმაციით, მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

მამაკაცი შემოიყვანეს მარცხენა ფეხზე გამჭოლი ჭრილობით, კუნთების, ძვლების და სისხლძარღვების დაზიანებით. გაუკეთდა სასწრაფო ოპერაცია. მოხერხდა კიდურის შენარჩუნება. ამჟამად განაგრძობს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში. ჭრილობა ან ბასრი საგნით, ან ცეცხლსასროლო იარაღით აქვს მოყენებული", -განაცხადა დავით ჯანაშიამ.