ვითარება ნინოწმინდის პასიონში - შსს-ს მოზარდები გამოკითხვაზე გადაჰყავს

04.06.21 17:19
ვითარება ნინოწმინდის პასიონში - შსს-ს მოზარდები გამოკითხვაზე გადაჰყავს

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელები შსს-ს გამოკითხვაზე გადაჰყავს. გამომძიებლების შეკითხვებს მასწავლებლებიც უპასუხებენ.  

ადგილზე ცოტა ხნის წინ სკოლის მანდატურებიც გამოჩნდნენ, თუმცა  პანსიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს მათ არ უპასუხეს.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჩასვლას „ქართული ოცნების“ წევრებიც გეგმავენ.