,,უზრდელურად მელაპარაკებით" - მეუფე ნიკოლოზი პანსიონში ჩავიდა და მედიას დაუპირისპირდა

04.06.21 17:29
,,უზრდელურად მელაპარაკებით" - მეუფე ნიკოლოზი პანსიონში ჩავიდა და მედიას დაუპირისპირდა

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჩავიდა, მან მძიმე ბრალდებებზე კომენტარი არ გააკეთა და "ტვ პირველის" ჟურნალისტს ზრდილობა დაუწუნა. 

მისი თქმით, კომენტარს მოგვიანებით, პანსიონიდან გამოსვლის შემდეგ,  გააკეთებს.

"წესიერად, ზრდილობიანად მელაპარაკეთ, პირბადე აიფარეთ... არცერთ კითხვაზე არ გაგცემთ პასუხს, თუ უზრდელურად დამელაპარაკებით. თქვენ ახლა უზრდელურად მელაპარაკებით"- მიმართა სასულიერო პირმა "ტვ პირველის" ჟურნალისტს. 

კითხვაზე, თავად რატომ არ უკეთია პირბადე მეუფე ამბობს, რომ ის "შესაბამისი ორგანოს წინაშეა პასუხისმგებელი", ჩვენი ჟურნალისტი კი- მის წინაშე.  

მსგავსი სიახლეები