საგანგებო ვითარებაა, რასაც ნაძირალა ბოროტმოძღვარი აკეთებს - უფლებადამცველი ნინოწმინდის მძიმე კადრებზე

04.06.21 18:17
საგანგებო ვითარებაა, რასაც ნაძირალა ბოროტმოძღვარი აკეთებს  - უფლებადამცველი ნინოწმინდის მძიმე კადრებზე

უფლებადამცველები ნინოწმინდის პანსიონიდან გავრცელებულ მძიმე ვიდეოკადრებს ეხმიანებიან, სადაც ბავშვთა პერსონალური მონაცემების იდენტიფიცირებაა შესაძლებელი.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე, ანა არგანაშვილი, აცხადებს, რომ ამ კადრების გავრცელებით ბავშვთა პერსონალური მონაცემები და შესაბამისად, მათი უფლებები, ირღვევა.

 ყველა ვიდეოში ხდება ბავშვებზე ძალადობა: ბავშვებს ეკითხებიან, გინდა თუ არა აქედან წასვლა, ბავშვები ტირიან და არიან უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. 
ბავშვების პერსონალური მონაცემები ირღვევა, ყველა კანონი ირღვევა. სად არის სახელმწიფო ამ დროს?
თქვენ ბავშვები სათამაშოები გგონიათ?
ბავშვებს აპირისპირებენ სოციალურ მუშაკებს და მშობელს და ატირებენ, ეს არის არაადამიანური მოპყრობა
- წერს ანა არგანაშვილი სოციალურ ქსელში.

სოციალური სამსახური უბრალოდ დასახურია, ეს საგანგებო ვითარებაა, რასაც ნაძირალა ბოროტმოძღვარი აკეთებს - აცხადებს ბავშვთა უფლებადამცველი, ორგანიზაცია" პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი, ანა აბაშიძე.

ხალხო, გული გამიჩერდება მალე, ასე მგონია! ეს რა ტრაგედია და არაპროფესიონალიზმი ხდება აქ?! სავარაუდოდ სოციალური მუშაკები სხედან და უბრალოდ უყურებენ.

მაპატიოს ამ ბავშვმა, ამ ვიდეოს რომ ვაშეარებ, მაგრამ ეს უკვე საგანგებო ვითარებაა, რასაც ეს ნაძირალა ბოროტმოძღვარი აკეთებს. სოცსამსახური უბრალოდ დასახურია! ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ბავშვებზე ძალადობა! აგებთ პასუხს, გპირდებით პირადად - წერს ანა აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ნინოწმინდის პანსიონიდან ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს,  სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი, აღსაზრდელებს ოთახში იროგორ იბარებს და ეუბნება კამერების წინაშე, თქვან, სურთ თუ არა პანსიონიდან წასვლა.