ვითარება ნინოწმინდაში - პანსიონში არსებულ მდგომარეობასსაპატრიარქოს სპეციალური კომისიაც შეიწავლის

04.06.21 18:24
ვითარება ნინოწმინდაში - პანსიონში არსებულ მდგომარეობასსაპატრიარქოს სპეციალური კომისიაც შეიწავლის

საპატრიარქოში სპეციალური კომისიის წევრები, ედიშერ ქარჩავა და ვეფხია ოდიშარია, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შევიდნენ. 

ვერაფერს ჯერჯერობით ვერ გეტყვით, ყველა საკითხი იქნება განხილული ჩემი მხრიდან ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, პასუხს ვერ გაგცემთ, სანამ დეტალურად არ იქნება შესწავლილი, მე ვარ კომისიის წევრი და როგორც კი შეიკრიბა კომისია, ჩამოვედით - განაცხადა შესვლის წინ ჟურნალისტებთან ბექა ოდიშარიამ.

ამ წუთებში პანსიონში ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან, დილიდან კი შსს-მ პანსიონის ბენეფიციარები და პერსონალი გამოჰკითხა. 

ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ვიდეოები, სადაც  სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი, აღსაზრდელებს ოთახში იბარებს და მათ ეუბნება კამერების წინაშე, თქვან, სურთ თუ არა პანსიონიდან წასვლა. 

მსგავსი სიახლეები