ნინოწმინდის პანსიონი 2012-21 წწ-ში ბიუჯეტიდან 9.8 მლნ-ით დაფინანსდა - ფლანგვის დეტექტორი

04.06.21 18:56
ნინოწმინდის პანსიონი 2012-21 წწ-ში ბიუჯეტიდან 9.8 მლნ-ით დაფინანსდა - ფლანგვის დეტექტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ფლანგვის დეტექტორის, ინფორმაციით, ,,ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში სახელმწიფომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ბიუჯეტიდან 9,8 მილიონი ლარით დააფინანსა, თუმცა მონიტორინგი ვერ, ან არ ჩაუტარებია. 

სახელმწიფო აფინანსებს პანსიონს, თუმცა მასზე მონიტორინგს ვერ და არ ახორციელებს. დღემდე, 1 წლის განმავლობაში, პანსიონში სოცმუშაკს არ უშვებდნენ და აგრეთვე, მონიტორინგის შესაძლებლობა არ ეძლეოდა სახალხო დამცველს.

 პანსიონში მხოლოდ მეუფე სპირიდონისადმი კეთილგანწყობილ მედიებსა და ორგანიზაციებს უშვებდნენ – პრორუსულ “ობიექტივს”, “ალტ-ინფოს” და სხვა.

 თავად მეუფე სპირიდონი ლანძღავს დასავლეთს და მრევლს მოუწოდებს, უკრაინის, ბელორუსისა და რუსეთის გაერთიანებისთვის ილოცონ. - ნათქვამია განცხადებაში.