იძებნება 60 წლის მამაკაცი, რომელიც ბავშვების მიმართ გარყვნილ ქმედებებშია შემჩნეული

04.06.21 19:08
იძებნება 60 წლის მამაკაცი, რომელიც ბავშვების მიმართ გარყვნილ ქმედებებშია შემჩნეული

იძებნება სამოც წლამდე მამაკაცი, რომელიც სკვერში არასრულწლოვან  ბავშვებთან გარყვნილი ქმედების დამყარებას ცდილობდა. 

დიდი დიღმის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მამაკაცი ბავშვებს ტბილეულით იტყუებდა.

მშობლებმა განგაში მას შემდეგ ატეხეს, როცა   შეამჩნიეს, რომ ასაკოვანმა კაცმა 8  წლის ბავშვს კორპუსის სარდაფში ჩაყოლა სთხოვა.

შსს- ს  მომხდარზე ჯერ გამოძიება არ დაუწყია.