მღვდელმთავრის თავდასხმა მედიაზე - ,,ჟურნალისტებმა ბავშვებს სტრესი მიაყენეს"

04.06.21 19:30
მღვდელმთავრის თავდასხმა მედიაზე - ,,ჟურნალისტებმა ბავშვებს სტრესი მიაყენეს"

ნინოწმინდის პანსიონიდან გამოსული მეუფე ნიკოლოზი ტვ პირველთან აცხადებს, რომ პანსიონატში არსებული დაძაბულობა ჟურნალისტების ბრალიცაა. 

ჩვენ ვთხოვეთ მეუფე სპირიდონს, რომ არ დაესწროს საუბრებს, რომ არ იყოს დაძაბულობა. 

ეს დაძაბულობა არ არის მხოლოდ ერთი მხრიდან შექმნილი დაძაბულობა. მე გავავრცელე ჩემს იუთუბ არხზე, როგორ ხტებიან ჟურნალისტები პანსიონის ღობეზე, როგორი სტრესი მიაყენეს ამით ბავშვებს.

ის, რაც ჟურნალისტებმა გააკეთეს, არის ცეცხლზე ნავთის დასხმა.

ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის წილ დანაშაულზე, მათ შორის, ჟურნალისტებმა.- თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, ნინოწმინდის პანსიონში სიტუაციის გასარკვევად მივიდა.

მსგავსი სიახლეები