სოც მუშაკები რჩებიან პანსიონში, ხვალიდან გაგრძელდება მუშაობა - მეუფე ნიკოლოზი

04.06.21 20:47
სოც მუშაკები რჩებიან პანსიონში, ხვალიდან გაგრძელდება მუშაობა - მეუფე ნიკოლოზი

ნინოწმინდის პანსიონში სოც მუშაკები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან და ვითარებას ადგილზე გაეცნობიან. ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ტვ პირველთან თქვა. მეუფე ნიკოლოზის თქმით, შეხვედრები დღეს დასრულდა, თუმცა ხვალიდან გაგრძელდება და ამის შემდეგ გადაწყდება, როგორ იმუშავებს ბავშვთა  პანსიონი. 

დილიდან აქ პანსიონში მუშაობენ სოც მუშაკები და ფსიქოლოგები. რამდენიმე შეხვედრა გვქონდა. დღევანდელი სამუშაო დღე დამთავრდა. 3 სოც მუშაკი რჩება ამაღამ პანსიონში, ხვალ დილიდან გაგრძელდება მუშაობა. პარლამენტარები მივიწვიე და ჩემთან დარჩებიან. გადაწყვეტილება ასეთია რომ პირველი შეხვედრა იქნება ჩამოსული ჯგუფების,სოც მუშაკების, მეუფე სპირიდონის და აღმზრდელების ერთად. 2 შეხვედრის შემდეგ გადავწყვეტთ როგორ გავაგრძელოთ მუშაობას", - თქვა მეუფე ნიკოლოზი