პროკურატურასთან დაკავებული 4 აქტივისტი გაათავისუფლეს - პროცესი 29 ივნისს გაიმართება
გუშინდელ აქციაზე დაკავებული 4 აქტივისტი სასამართლომ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა, თუმცა საქმის განხილვა გრძელდება შემდეგი პროცესი 29 ივნისისთვის ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პროკურატურასთან აქტივისტებმა ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს. პოლიციამ აქციაზე 9 აქტივისტი დააკავა, მოგვიანებით რამდენიმე მათგანი გაათავისუფლა და წინასწარი დაკავების იზოლატორში 4 პირი დატოვა. გუშინდელ აქციაზე დაკავების დროს მოტეხილობები მიიღეს გიგა მაქარაშვილმა და ნიკა ფარულავამ.