პირბადის გამოუყენებლობის გამო, 24 საათში 380 პირი დაჯარიმდა

05.06.21 11:29
პირბადის გამოუყენებლობის გამო, 24 საათში 380 პირი დაჯარიმდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 518 ფაქტი გამოავლინა. უწყების ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, რაც იზოლაციის/კარანტინის წესის დარღვევას გულისხმობს, 44 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23 საათიდან დილის 4 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 380 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 93 ფაქტი გამოვლინდა, - წერს შსს.

მსგავსი სიახლეები