რუსეთში პოლიციამ საქართველოს 19 წლის მოქალაქე მოკლა

05.06.21 11:05
რუსეთში პოლიციამ საქართველოს 19 წლის  მოქალაქე მოკლა

რუსეთში პოლიციამ საქართველოს მოქალაქე, დმანისის მკვიდრი ვაკილ აბდულაევი მოკლა. გარდაცვლილი 3 დღის წინ დაკრძალეს. მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე გუსაევი  გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. 

გარდაცვლილი ბიჭის ოჯახი ამბობს, რომ რუსეთში აბდულაევი მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც პოლიციამ გააჩერა და ძალის გამოყენებით დაკავება სცადა. პოლიციამ აბდულაევს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ესროლა. აბდულაევი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახი მკვლელის დასჯას მოითხოვს.

ბიზნესი ჰქონდა თავისი, სწავლობდა, უნდა დაისაჯოს ჩემი შვილის მკვლელი", - ამბობს გარდაცვლილის ოჯახის წევრი.

 

მსგავსი სიახლეები