მაშველებმა თბილისის ზღვაზე არასრულწლოვანი გადაარჩინეს

05.06.21 11:35
მაშველებმა თბილისის ზღვაზე არასრულწლოვანი გადაარჩინეს

მაშველებმა თბილისის ზღვაზე არასრულწლოვანი გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშბულია, რომ არასრულწლოვანი თბილისის ზღვაზე, წყალში იმყოფებოდა, ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას და ითხოვდა მაშველების დახმარებას. 

უწყების ინფორმაციით, შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფმა. მეხანძრე-მაშველები სპეციალური მცურავი საშუალებებით არასწრულოვანთან დროულად მივიდნენ და ნაპირიდან 20-25 მეტრის მოშორებით მყოფი მოზარდი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.