ბოლნისიდან გატაცებული 15 წლის გოგო იპოვეს

05.06.21 12:10
ბოლნისიდან გატაცებული 15 წლის გოგო იპოვეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურიდან გატაცებული 15 წლის გოგონა იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, 15 წლის აისევ კარაიევა თავს კარგად გრძნობს დაპოლიციის განყოფილებაში  გამოკითხვაზე იმყოფება.

გოგონა ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან  2 დღის წინ გაუჩინარდა. გოგოს ოჯახის თქმით,  მათი შვილი ცოლად მოყვანის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებმა 20 წლის ბიჭმა მოიტაცა.

არასრულწლოვანს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.მომხდარზე გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.