ნორმალური ქვეყანა რომ ვიყოთ, ხელბორკილი უნდა ედოს - ანა აბაშიძე მეუფე სპირიდონზე

05.06.21 13:08
ნორმალური ქვეყანა რომ ვიყოთ, ხელბორკილი უნდა ედოს - ანა აბაშიძე მეუფე სპირიდონზე

 არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ანა აბაშიძე მიიჩნევს, რომ გუშინ მეუფე სპირიდონმა დანაშაული ჩაიდინა, როცა  ბავშვების ვიდეო გაავრცელა.აბაშიძის თქმით, ამ ვიდეოთიც დასტურდება, რომ ბავშვების უფლებები თავშესაფარში უგულებელყოფილია.

ბავშვების პირადი ცხოვრება, რომ უგულებელყოფილია და მათ უყურებენ, როგორც ნივთებს. მეუფე სპირიდონმა გააკეთა ბავშვის ტანჯვის პირდაპირი ტრანსლირება. ამ ადამიანს რაზე ველაპარაკებით, ნორმალური ქვეყანა რომ ვიყოთ, ამ ადამიანს ხელბორკილი უნდა ედოს ხელზე და ძალიან შორს უნდ აიყოს წასული ამ ბავშვებისგან. დანაშაულებებს ჩადიან, ეს ბავშვები ტანჯვას განიცდიან", - ამბობს ანა აბაშიძე.

 შეგახსენებთ, რომ მეუფე სპირიდონმა გუშინ ბავშვების ვიდეო გაავრცელა. 

ვიდეოში ჩანს, რომ ის აღსაზრდელებს ოთახში იბარებს და მათ ეუბნება კამერების წინაშე თქვან, სურთ თუ არა პანსიონიდან წასვლა. ვიდეოში ბავშვების პერსონალურ მონაცემები იდენტიფიცირებულია.