შევთანხმდით, რომ სოც მუშაკები იმუშავებენ რამდენი ხანიც საჭირო იქნება - მეუფე ნიკოლოზი

05.06.21 15:16
შევთანხმდით, რომ სოც მუშაკები იმუშავებენ რამდენი ხანიც საჭირო იქნება - მეუფე ნიკოლოზი

ახალციხისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, ნიკოლოზის თქმით, ნინოწმინდის პანსიონში შეთანხმება შედგა, რომ  სოც მუშაკები ბავშვებთან დარჩებიან და ვითარებას გაეცნობიან. რაც შეეხება სახალხო დამცველის შესვლას, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით თანხმობა ჯერ არ არსებობს.

შევთანხმდით იმაზე, რომ სოც მუშაკები იმუშავებენ რამდენი ხანიც საჭირო იქნება და როგორც საჭირო იქნება ისე. მათი პირველი ეტაპი რომ დამთავრდება, შემდეგ საკითხებზე ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგის რეჟიმში", თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

 

მსგავსი სიახლეები