შუქრუთელების უკიდურესი პროტესტი - ხელისუფლება ამ დრომდე დუმს

05.06.21 15:35
შუქრუთელების უკიდურესი პროტესტი - ხელისუფლება ამ დრომდე დუმს

შუქრუთელების პროტესტი თბილისში, ამერიკის საელჩოსთან, გრძელდება. პროტესტის პირამოკერილი მონაწილეები  მშრალ შიმშილობას განაგრძობენ. პროტესტის ამ უკიდურესი ფორმების მიუხედავად, ხელისუფლების წარმომადგენელი მათ  ამ დრომდე არ შეხვედრია.

უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ პროტესტს, მშრალ შიმშილობაზე გადავედით გუშინ, ჩვენ ჯანმრთელობაზე და ჩვენ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელობას", - ამბობს პროტესტის მონაწილე.

შუქრუთელები უკვე თვეებია, "ჯორჯიან მანგანეზისგან" კუთვნილ კომპენსაციებს მოითხოვენ. მათი თქმით, ჭიათურაში კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" სამუშაოების შედეგად მათი სახლები დაინგრა და შუქრუთელების ნაწილი ღია ცის ქვეშ დარჩა.