სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვები უნდა გამოიყვანონ - PHR

05.06.21 17:05
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვები  უნდა გამოიყვანონ - PHR

საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" სარჩელი ნაწილობრივ  დააკმაყოფილა.

PHR ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატიდან ყველა ბავშვის დაუყონებლივ გამოყვანა მოითხოვა. 

ორგანიზაციის იურისტის, ანა არგანაშვილის განმარტებით,  მათი ორგანიზაცია არის სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის და შესაბამისად, განჩინება შშმ ბავშვების გამოყვანას ეხება.

განჩინებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" სპეციალური მოსარჩელის სტატუსი გააჩნია მხოლოდ შშმ პირთა დაცვის კუთხით და შესაბამისად გადაწყვეტილებაც ამ მოცემულობას ეყრდნობა.

ორგანიზაცია ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფრიდან ყველა ბავშვის დაუყონებლივ გამოყვანას მოითხოვს.

ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის"  შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს 4 ივნისს მიმართა.