საქვაბეში შემიტყუა - პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი მძიმე ისტორიას ყვება

05.06.21 20:51
საქვაბეში შემიტყუა - პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი მძიმე ისტორიას ყვება

სკოლის მოსწავლე ამტკიცებს, რომ ნინოწმინდის  საპატრიარქოს პანსიონის  თანამშრომელმა მასზე სექსუალურად იძალადა. 15 წლის ასაკში მომხდარ მძიმე ისტორიას ის ტვ პირველის შაბათის ეთერს უყვება.  გოგონას მტკიცებით, მამაკაცმა ის საქვაბეში შეიტყუა და იძალადა. რესპოდენტის თქმით, ამ დღის შემდეგ მან პანსიონის დატოვება მოითხოვა და იჩივლა.გოგონა პოლიციამ გამოკითხა, თუმცა მოძალადე ამ დრომდე დაუსჯელია. 

სავარაუდო მოძალადის ადვოკატი ამბობს, რომ არასრულწლოვანმა ყველაფერი მოიგონა.

ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ფსიქოლოგიური და შეიძლება მოჩვენებითია", - ამბობს ადვოკატი.

სახალხო დამცველს საქმის მასალებზე ამ დრომდე წვდომა არ აქვს. ნინო ლომჯარია მოითხოვს, რომ მასალების გაცნობის საშუალება დროულად მიეცეს.

იმისათვის რომ შევაფასოთ რამდენად ეფექტური გამოძიება ჩაატრა შსს-მ უნდ აგვქონდეს წვდომა მასალებზე, ამისათვის უკვე მივმართეთ პროკურატურას და კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ,რომ გვქონდეს დაშვება საქმის მასალებზე,  ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ გააკეთა თუ არა მაქსიმუმი საგამოძიებო უწყებამ", - ამბობს ლომჯარია.

მსგავსი სიახლეები