გამიკეთეს დამაძინებელი, 4 დღე მეძინა - სკანდალური ინტერვიუ პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან

05.06.21 20:41
გამიკეთეს დამაძინებელი, 4 დღე მეძინა - სკანდალური ინტერვიუ პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობის სხვადასხვა მეთოდზე საუბრობენ.ერთ-ერთი  აღსაზრდელის დედა ტვ პირველის შაბათის ეთერს უყვება, რომ ცელქი ბავშვებისთვის აღმზრდელები ფისქოტროპულ საშუალებებს იყენებდენ, რის გამოც მის შვილს მკურნალობა დასჭირდა.

მეტანიები,ლოცვები, ოთახში ჩაკეტვა, ბავშვს, რომელსაც ვერ იმორჩილებენ ასმევენ ფსიქოტროპულ პრეპარატებს, ბავშვი, რომელიც მათ შეეწინააღმდეგება გადაყავთ ფსიქოტროულ პრეპარატებზე, - ამბობს ერთ-ერთი ბენეფციიარის დედა.

ფსიქოტრიპული მედიკამენტების გამოყენებას ადასტურებს პანსიონის ერთ-ერთი ყოფილი ბენეფიციარიც. მისი თქმით,  მედიკამენტი მას  მაშინ გაუკეთეს, როდესაც პანსიონიდან გაპარვა სცადა.

15 წლის განმავლობაში 90-ჯერ მაინც ვცადე მაქედან გაპარვა. როგორც ციხეში ისე ჰქონდათ დენი ღობეზე გაყვანილი. ეგ დენი გადავჭერით 4-მა ბავშვმა, 3 გადავიდა და მეოთხე მე რომ უნდა გადავსულიყავი ფეხში გამიკეთეს დამაძინებელი, 4 დღე მეძინა", - ამბობს ყოფილი ბენეფიცარი.

რესპოდენტები ამბობენ, რომ პანსიონატს  ფსიქოტროპული მედიკამენტებით საპატრიარქოს მთავარი ექიმი ცისანა შარტავა ამარაგებდა და რეცეპტსაც ის უწერდა. ცისანა შარტავამ ტვ პირველთან ბრალდებები უარყო და კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

მსგავსი სიახლეები