ნინოწმინდის პანსიონი კიდევ 5-მა ბავშვმა დატოვა

06.06.21 11:05
ნინოწმინდის პანსიონი კიდევ 5-მა ბავშვმა დატოვა

ნინოწმინდის ბავშვთა  პანსიონს აღსაზრდელები ტოვებენ. დღეს დილას  კიდევ 5-მა ბავშვმა პანსიონის ტერიტორია დატოვა. ხუთივე ბავშვმა დაწესებულება მშობლებისა და ახლობლების მოთხოვნით დატოვა. მათი თქმით, ისინი საზაფხულო არდადეგებთან დაკავშირებით წაიყვანეს და სექტემბერში პანსიონს ისევ დაუბრუნდებიან.

სასამართლოს განჩინების, მიუხედავად დანარჩენი ბავშვების გაყვანის პროცესი ჯერჯერობით არ დაწყებულა.