მოშიმშილე შუქრუთელების მდგომარეობა - ადგილზე სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო
ამერიკის საელჩოსთან მოშიმშილე ერთ-ერთი შუქრუთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. დილას ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
მესამე დღეა მშრალ შიმშილობაზე ვართ და უკვე დასუსტებული ვართ. გამოვიძახეთ სასწრაფო", - ამბობს ერთ-ერთი მოშიმშილე.
შუქრუთელები უკვე თვეებია, "ჯორჯიან მანგანეზისგან" კუთვნილ კომპენსაციებს მოითხოვენ. მათი თქმით, ჭიათურაში კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" სამუშაოების შედეგად მათი სახლები დაინგრა და შუქრუთელების ნაწილი ღია ცის ქვეშ დარჩა.
დღეს, 14:00 საათზე შუქრუთელების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. სოლიდარობის აქცია თბილისში, პუშკინის სკვერში გაიმართება. მისი ორგანიზატორები საზოგადოებრივი მოძრაობა "მომავლის ჭიათურა" და Gmc • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი არიან.