ჭერი გვენგრევა - ზუგდიდში მცხოვრები დევნილები გაუსაძლის პირობებს აპროტესტებენ

06.06.21 11:40
ჭერი გვენგრევა - ზუგდიდში მცხოვრები დევნილები გაუსაძლის პირობებს აპროტესტებენ

ზუგდიდში, კომბინატის უბანში მცხოვრები დევნილები გაუსაძლის საცხოვებელ პირობებს აპროტესტებენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. ისინი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

დევნილები 20 წლის განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ.

გვეუბნებიან სადაც გინდათ იქ მიბრძანდით. სად მივიდე, გადი აქედანო სად წავიდეთ გვითხრან, მოგვხედონ უკიდურეს მდგომარეობაში ვართ" - ამბობს ერთ-ერთი დევნილი.

 აწვიმს, ბათქაში ცვივა, ცელოფანი უნდა დავაფარო ყველგან აწვიმს", - ამბობს ერთ-ერთი დევნილი.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დევნილთა საცხოვრებელში მცხოვრები დევნილები აქციების გამართვასაც აპირებენ. 

მსგავსი სიახლეები