ჯანდაცვის სამინისტრო პანსიონატიდან ბავშვების გაყვანის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

06.06.21 11:53
ჯანდაცვის სამინისტრო პანსიონატიდან ბავშვების გაყვანის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო პანსიონატიდან ბავშვების გაყვანის საკითხზე განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული  ბავშვების გამოყვანა პანსიონიდან უკვე დაწყებულია.  

როგორც განცხადებაშია არნიშნული, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონიდან ჯამში 11 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის 1 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში აცხადებენ, რომ სააგენტოს ალტერნატიული ფორმები, სადაც ბავშვების გადაყვანა ხორციელდება, უკვე მოძიებული აქვს, კერძოდ, ეს ეხება ბიოლოგიურ ოჯახში ინტეგრაციას, მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში განთავსებას.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ნინოწმინდის პანსიონატიდან ბავშვების გამოყვანას მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით აგრძელებს. ამასთანავე, 2021 წლის 5 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დროებითი განჩინების აღსრულების პროცესი - ნინოწმინდის პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვების გამოყვანის ნაწილში უკვე დაწყებულია

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონიდან, ჯამში, 11 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ერთი ბავშვია. ადგილზე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ჯგუფი, როგორც დღის, ასევე ღამის განმავლობაში, აგრძელებს მუშაობას. ამ ეტაპზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს არასრულწლოვნებისთვის ზრუნვის სხვა ალტერნატიული ფორმები უკვე მოძიებული აქვს. ეს ეხება ბიოლოგიურ ოჯახში ინტეგრაციას, მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში განთავსებას. ზემოაღნიშნული მოქმედებები ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით ხორციელდება. სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტს ბავშვთა უფლებებისა და მათი საუკეთესო ინტერესის დაცვა წარმოადგენს. ამ პრინციპებზე დაყრდნობით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ნინოწმინდის პანსიონში მუშაობას აგრძელებს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები