ქუთაისში ჯარისკაცის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ 2 პირი დააკავა

06.06.21 12:10
ქუთაისში ჯარისკაცის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ 2 პირი დააკავა

ქუთაისში ჯარისკაცის დაჭრის ფაქტზე შსს-მ 2 პირი დააკავა. 

შსს-ს ინფორმაციით, 1988 წელს დაბადებულ პირს ბრალად განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება, ხოლო 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ც. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ბრალდებით არის დაკავებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ დ.გ. მიმდინარე წლის 4 ივნისს, ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე, თანმხლებ პირებთან ერთად, ავტომობილით დაედევნა ნაცნობს - 1990 წელს დაბადებულ დ.ბ.-ს, რომელიც წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღეს, დ.გ. - თბილისში, ხოლო მ.ც. ოზურგეთში დააკავეს",- წერია შსს-ს  განცხადებაში. 

შეგახსენებთ, შემთხვევა 4 ივნისს  ქუთაისის მესამე ქვეით ბრიგადასთან მოხდა. 31 წლის ჯარისკაცი სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრეს. 

მსგავსი სიახლეები